|
აზრი არის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მდებარეობს თბილისში და გააჩნია წარმომადგენლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში. აზრი - ეს არის თანამოაზრეთა და პარტნიორთა შეკრული გუნდი, რომელმაც წლების განმავლობაში შეძლო ”შეთამაშება”. ჩვენმა გუნდმა კომპანიის ნოლიდან შექმნის, მოქმედ სტრუქტურად ამუშავების, დახვეწის და განვითარების პროცესში ბევრი აზრი დააგენერირა, მიიღო, უარყო, სრულყოფაში მოიყვანა, დანერგა და, რაც მთავარია, განახორციელა. სფერო, რომელშიც ჩვენი კომპანია 5 წელზე მეტია მოღვაწეობს, შეიძლება იყოს განმარტებული, როგორც აზროვნების ლიდერობის ბიზნესი. ჩვენ კარგად შეკრული და ეფექტური გუნდი ვართ, ჩვენში ყველაზე დიდი კომპლიმენტი ასე ჟღერს: ”მაგარი აზრია!” ჩვენ მაგარი ”აზრი” ვართ! ”აზრი”-სთვის ყველაზე ფასეულია- ჩვენი კომპანიის ადამიანური რესურსები, ჩვენი კლიენტები და ჩვენი პროდუქციის ხარისხი! ჩვენი მისია - დავეხმაროთ ადამიანებსა და კომპანიებს გამოიყენონ მოწინავე ტექნოლოგიები თავის ბიზნესებში, თავისი ბიზნეს-იდეების დროული და ეფექტური რეალიზაცია მოახერხონ, გახადონ თავისი საქმიანობა უფრო მომგებიანი, ნაკლებად შრომატევადი, ეფექტური და დახარჯონ ნაკლები რესურსები, როგორც ყოველდღიური საქმიანობის წარმოებაზე, ასევე ახალი იდეების განხორციელებაზე.
|